მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის ინტერესი არ არის ილაპარაკონ თემებზე, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებულ 400-ზე მეტი კანონში ჩაიდო
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის ინტერესი არ არის ილაპარაკონ თემებზე, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებულ 400-ზე მეტი კანონში ჩაიდო

ახალი სტილი მივიღეთ პოლიტიკური ურთიერთობის, ოპოზიციის წარმომადგენელს შეუძლია, გამოაცხადოს ბოიკოტი, მეორე 15-წუთიანი განცხადება გააკეთოს პასუხი არ მოისმინოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფის მიერ პარლამენტის სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადება ისე, რომ არგუმენტები არ მოისმინონ, მიუღებელია.

„ყველა წარმატებული კომპანია დაინტერესებულია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ჰყავდეს თავის კომპანიაში იურისტად და ნებისმიერ პირობას სთავაზობენ ხოლმე, ეს ხდება ყველა ქვეყანაში, დასავლეთის ქვეყნებში. ამით „შექმნეს“ აპოკალიფსი ორი დღეა. მეორე შემთხვევაში ირაკლი შოთაძეს შეეძლო ეთქვა, რომ ამ შეხვედრას არ ესწრებოდა.  იმ შეხვედრაზე, ერთადერთი მამუკა ხაზარაძე იქნებოდა სხვა ვერსიის ავტორი. ხაზარაძე, რომელიც ამ თვეების განმავლობაში გვიმტკიცებს, რომ ისე გამოართვა 17 მილიონი თავის მეგობარს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თურმე იმ დღეს, რომ თავის ბანკიდან ჰქონია ფული გატანილი. ირაკლი შოთაძეს რომ ეკადრა და ეთქვა, საერთოდ არ ვყოფილვარ შეხვედრაზეო, სხვა არავინ არ შეეწინააღმდეგებოდა. გულწრფელად თქვა მან, რომ ვიყავი პირად საქმეზე მისული და შევესწარი ამ შეხვედრასო, ამას მოყვა სპეკულაციები. თურმე გულწრფელობა ისჯება სპეკულაციებით, ამას უნდა შევეგუოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის მუშაობის ანგარიშის წარდგენაა, სადაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს ეს 400-ზე მეტი კანონი და 1000-ზე მეტი დადგენილება, რომ მიიღო და იმუშავა პარლამენტმა, რას შეეხება, რასთან დაკავშირებით არის.

„დღეს არის ის დღე, როდესაც ამაზე პარლამენტის თავჯდომარე საუბრობს, როცა მოწვეული არიან მთავრობის წარმომადგენლები, ელჩები, გარეთ რა უნდა ეთქვათ, ელჩებს ვუპირისპირდებითო, იმ 50-100 კაცს, თქვენს რომ იმ 15 წამს ვაპროტესტებთ, როდესაც ვიღაცამ ღილაკს ხელი უნდა დააჭიროს. შოთაძის არჩევაზეა საუბარი. ამის გამო, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში არავინ უნდა ახსენოს. ეს არის მათი დღის წესრიგი. მათი ინტერესი არ არის ილაპარაკონ თემებზე, რომელიც ჩაიდო იმ 400-ზე მეტ კანონში, იქ ხომ უამრავი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებზე მოქალაქეების მორგებული. მათ მცდელობა, რომ ეს არ გავიდეს გარეთ, გადაიფარება იმით, რომ ეს გადაწყვეტილებები აღსრულების პროცესში თითოეულ ადამიანამდე მიდის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტის სხდომას, სადაც ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრებიან. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.