ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება სხდომას, რომელზეც ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭი უნდა უყარონ
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება სხდომას, რომელზეც ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭი უნდა უყარონ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ არ დაესწრება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი.

ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

„ჩვენი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ (შეტყობინებაც მიიღეთ ალბათ, ბატონო არჩილ ) ბოიკოტს ვუცხადებთ ამ სხდომას, რომელზეც ჩატარდება ეს კენჭისყრა, რადგან ვემიჯნებით ამ პროცესს. მიგვაჩნია, რომ ის, რაც ხდება დღეს, საუბარია ირაკლი შოთაძის მეორედ მობრუნებაზე ამ სახით, პარლამენტში მითუმეტეს და ყველაფერი ის, რაც რეალურად ჩვენ ვიხილეთ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება არის წინასწარ მიღებული და შემდეგში უბრალოდ სამწუხაროდ პარლამენტი რაღაც ნოტარიუსის ფუნქციით გამოვიდა მთელ ამ პროცესში, ჩვენ ამ პროცესს ვემიჯნებით, ბოიკოტის სახით გამოვხატავთ ჩვენს ამ ნაბიჯს“,- აღნიშნა ლევან კობერიძემ.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, არჩევის შემთხვევაში, ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.