მამუკა მდინარაძე - ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ერთი რამ დარჩენია, მას პოლიტიკური დევნა უწოდოს
მამუკა მდინარაძე - ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ერთი რამ დარჩენია, მას პოლიტიკური დევნა უწოდოს

ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ერთი რამ დარჩენია, მას პოლიტიკური დევნა უწოდოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ეს მარტივი “მესიჯ ბოქსია”, იმის იქით ვერსად წავა, რადგან როგორც კი შინაარსში შევა, მაშინვე თავი უნდა იმართლოს იმ ქმედებისგან, რაც ჩაიდინა და ეს სასამართლომაც დაადასტურა“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.