მამუკა მდინარაძე – ნამდვილად არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა, ასევე არ მომეწონა დამოკიდებულება ქალისა და პარლამენტის წევრის მიმართ
ნამდვილად არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა, ასევე არ მომეწონა დამოკიდებულება ქალისა და პარლამენტის წევრის მიმართ, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებული მოვლენები.
„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით ერთ რამეს, რომ ნამდვილად არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა. საერთაშორისო კონფერენციაა და ის ფორმა ჩემთვის არ იყო მისაღები. თუმცა, აქვე შემიძლია დაგიდასტუროთ, არც ის ფორმა მომეწონა, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი, ხაზგასმით ვამბობ, ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი, როგორი იყო დამოკიდებულება ქალისა და დეპუტატის მიმართ. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ვიცე-სპიკერი იქნება, თუ არა. ქალისა და საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ. დავამატებ, რომ ნამდვილად არ იყო საჭირო, რაც არ უნდა განსხვავებული აზრი გქონდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.