მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ აქციას 12:00 საათზე კი არა, საღამოს გეგმავენ, ეს არის თავის მართლების ყალბი მცდელობა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ აქციას 12:00 საათზე კი არა, საღამოს გეგმავენ, ეს არის თავის მართლების ყალბი მცდელობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ქალაჩუნობა გამოამჟაღავნეს, ერთი კომენტარის შემდეგ, დაიხიეს უკან და 12:00 საათზე ვეღარ გაბედეს აქციის ჩატარება, რაზეც თავადაც საუბრობდნენ მათ მიერ შედგენილ წერილში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქციას 12:00 საათზე კი არა, საღამოს გეგმავენ, ეს არის თავის მართლების კიდევ ერთი ყალბი მცდელობა.

„დოკუმენტში წერია აქციის დაწყების დრო, ეს არის 12:00 საათი. მათ მიერ დაწერილ, შედგენილ და გრიგოლ ვაშაძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ ისინი მათ მიერ მრავალათასიანად მოხსენიებული აქციის დაწყების დროდ მიუთითებენ 12:00 საათს, ჩვენ ხომ არ ჩაგვიწერია ეს დრო თავად ჩაწერეს. ახლა გამოდიან, თავს იმართლებენ, თითქოს საღამოს აპირებენ აქციის ჩატარებას. ჰქონდათ სხვა გეგმები და ძალიან კარგი, თუ ძალიან შეეშინდათ, აქაც კობახიძის თქმის არ იყოს, თავიანთი ქალაჩუნობა გამოამჟღავნეს და ამ ერთი კომენტარის შემდეგ დაიხიეს უკან. 12:00 საათზე ვეღარ გაბედეს ჩატარება იმ აქციისა, რომელსაც აპირებდნენ, რაზეც თავად ისაუბრეს მათ მიერ შედგენილ წერილში“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბება და ისინი აქციებისა და არეულობისთვის ემზადებიან.

ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღნიშნეს, რომ 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე არა 12:00 საათზე, არამედ საღამოს რვა საათიდან აპირებს შეკრებას.

დატოვე კომენტარი