მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებში ახალი ტრენდი იმკვიდრებს ფეხს, ერთმანეთის დაბულინგებაზე გადავიდნენ
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებში ახალი ტრენდი იმკვიდრებს ფეხს, ერთმანეთის დაბულინგებაზე გადავიდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებში ახალი ტრენდი იმკვიდრებს და იდგამს ფეხს, ერთმანეთის დაბულინგებაზე გადავიდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა,

მდინარაძე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

მამუკა მდინარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელიც ევროპული დაირქვეს, თავისი პროვოკაციული გამოხტომებით რუსულ საქმეს აკეთებენ.

„საქართველოში ასეთი მოცემულობაა – ოპოზიციის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც პარლამენტშია, სიტყვით და საქმით პრორუსულია, მეორე ნაწილი სიტყვით პროდასავლურია და საქმით პრორუსული. აქედან დასკვნა ადვილი გამოსატანია. როცა პროდასავლურობაზე ლაპარაკობენ, ზუსტად იციან, რომ ეროვნული და პროდასავლური ხელისუფლება „ქართული ოცნებაა“. ჩვენ კი არ ვდეკლარირებთ იმაზე, რომ პროდასავლურები ვართ, საქმითაც ასე ვიქცევით და რეფორმებსაც ამ მიმართულებით ვატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელიც ევროპული დაირქვეს, რუსულ საქმეს აკეთებენ თავისი პროვოკაციული გამოხტომებით. ფაქტებიდან გამომდინარე პროევროპელობაზე ზედმეტი თავის დადება არ გამოუვათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.