მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ტრენდია, საკუთარი უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივი პოლიტიკა სხვას გადააბრალოს
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ტრენდია, საკუთარი უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივი პოლიტიკა სხვას გადააბრალოს

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება რუსეთთან დაკავშირებით ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ამას გადახედვა არ სჭირდება.

„სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამას ამბობს და ეს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რის გამოც ჩვენ მას მხარს ვუჭერთ თავისი ევროპული ბექრაუნდით და ქართული ფესვებით. დარწმუნებულები ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი ზეპარტიული ლიდერი იქნება, ამაშიც მგონი ეჭვი არავის ეპარება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ტრენდია, რომ საკუთარი უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივი პოლიტიკა სხვას გადააბრალოს, მოღალატედ სხვა გამოაცხადოს, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთი დანაყოფის წარმომადგენელი ამ გადაბრალებით, სხვისი მოღალატედ გამოცხადებით, დასმენების, ცილისწამებისა და პროვოკაციული ქმედებების გზით წარმატებას ამ ქვეყანაში ვერ მიაღწევს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია და როგორც თავად ამბობს, ეს შეუძლია, უსასრულოდ გაიმეოროს.