მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, პოლიტიკურ დაღმართზეა​
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, პოლიტიკურ დაღმართზეა​

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, პოლიტიკურ დაღმართზეა დაშვებული, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, „ევროპულ საქართველოში“ ამ რეალობის აღქმა არ აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, დაშვებულია პოლიტიკურ დაღმართზე. მას აქვს ძალიან რეიტინგული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ტელევიზია, მაგრამ ესეც არ შველის. როგორც ჩანს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს ეს აღქმა არ გააჩნიათ. პრინციპში, გასაკვირი არაფერია, რადგან ისინი რეალურად იდეოლოგიურად და პოლიტიკურად აქამდეც ერთ მხარეს იყვნენ, ოღონდ თავი ვერ შეიკავეს და კიდევ ერთხელ ეს იურიდიულად გააფორმეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბრიუსელში სამპუნქტიანი შეთანხმება გააფორმეს