მამუკა მდინარაძე - იურიდიულად უფრო სწორი იქნება, თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს
მამუკა მდინარაძე - იურიდიულად უფრო სწორი იქნება, თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს

პირადად ჩემი აზრია, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით უნდა აირჩიოს პარლამენტმა. იურიდიულად უფრო სწორი იქნება, თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, – ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ პირველი არხის კითხვას, გადაიხედება თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესი ხელმეორედ 2024 წლისთვის.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე რაუნდის ფარგლებში კიდევ ერთხელ იმსჯელებს პრეზიდენტის არჩევის წესზე.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დააყენა საკითხი, რომ ხომ არ ჯობია, როგორც იურიდიულად აბსოლუტურად გამართულად და სწორად ჩატარდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ანუ აირჩიოს პარლამენტმა, როგორც ამას გვეუბნება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. ვინაიდან გუნდის იურიდიული წევრები განსაკუთრებით ვეთანხმები იმას, რომ იურიდიულად გამართულია არჩევის ასეთი წესი, შესაძლოა ამ საკითხზე მსჯელობა გუნდის შიგნით გაგრძელდეს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცვლილებას, რომელიც კონსტიტუციაში უკვე შესულია, ხარვეზიანად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარეც. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ირაკლი კობახიძემ დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

დატოვე კომენტარი