მამუკა მდინარაძე - ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და დროებით საგამოძიებო კომისიაში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო
მამუკა მდინარაძე - ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და დროებით საგამოძიებო კომისიაში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო

ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებით საგამოძიებო კომისიაში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო, – ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ზაზა სარალიძის განცხადებას, სადაც სარალიძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიაში ეკა ბესელიას გარდა ყველას ენდობა.

„ამასთან, ის სისხლის სამართლის სპეციალისტია და ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. უმრავლესობა კომისიაში ისედაც უმცირესობითაა წარმოდგენილი და კომისიაში ექვსი წევრი ჰყავს. ამიტომ პერსონიფიცირება შედეგთან მიმართებით არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ არის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ საკითხის აქტუალიზაცია არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ დღეს განაცხადა, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში ეკა ბესელიას გარდა, ყველას ენდობა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.