მამუკა მდინარაძე - ჭუბერში ჩასატარებელია მთელი რიგი სამუშაოები, რაც თავდაცვის ტექნიკის გამოყენების გარეშე შეუძლებელი გახდა
მამუკა მდინარაძე - ჭუბერში ჩასატარებელია მთელი რიგი სამუშაოები, რაც თავდაცვის ტექნიკის გამოყენების გარეშე შეუძლებელი გახდა

ჭუბერში ჩასატარებელია მთელი რიგი სამუშაოები, რაც თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული თავდაცვის ტექნიკის გამოყენების გარეშე შეუძლებელი გახდა,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუციის მუხლი მსგავს შემთხვევებში პარლამენტის ნებართვას საჭიროებს.

„მოქმედი კონსტიტუციის მეასე მუხლის თანახმად არის ასეთი ჩანაწერი, რომ სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი, ამ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს მომდევნო 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ დღეს გვჭირდება, რომ პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება დაამტკიცოს.

ასეთ საკითხები, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ნოემბრიდან ძალაში უფრო მარტივად დაარეგულირებს ასეთ საკითხებს, თუმცა დღევანდელი კონსტიტუციის თანახმად ჩვენ შეკრება აუცილებლად გვჭირდება. ინიციატივას რაც შეეხება, ბუნებრივია პრეზიდენტს დამოუკიდებლად ეს აზრი ვერ წარმოეშვებოდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, ასევე თავდაცვის სამინისტრომ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო სამხედრო ტექნიკის გამოყენება. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ წერილით მიმართა პრეზიდენტს და შემდეგ მოყვა ამ ყველაფერს პრეზიდენტის გადაწყვეტილება“,- განაცხადა მდინარაძემ.

სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის სამხედრო ძალების გამოყენებაზე პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტი საგანგებო სხდომაზე დღეს დაამტკიცებს.