მამუკა მდინარაძე - ჩემი ინფორმაციით, უკრაინის ელჩს საქართველო სავარაუდოდ საერთოდ არ დაუტოვებია, რაც ძალიან უცნაურია
მამუკა მდინარაძე - ჩემი ინფორმაციით, უკრაინის ელჩს საქართველო სავარაუდოდ საერთოდ არ დაუტოვებია, რაც ძალიან უცნაურია

ჩემი ინფორმაციით, უკრაინის ელჩს საქართველო სავარაუდოდ საერთოდ არ დაუტოვებია, რაც ძალიან უცნაურია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, შეეცდება ინფორმაციის დაზუსტებას.

„მე ვაზღვევ სიტყვას, ისეთი პასუხი უნდა გაგცეთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მას არც ერთი წუთით ქვეყანა არ დაუტოვებია. თუმცა, გადაამოწმეთ, დააზუსტეთ, მეც შევეცდები ამას. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ მომენტისთვის, მას საქართველო არც დაუტოვებია და ძალიან უცნაურია. დანარჩენს, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრ კომენტარს არც გავაკეთებთ, რადგან ამაზეც იტყვიან, რა დროს ამაზე კრიტიკის დროა ან სხვადასხვა ინსინუაციების დრო ნამდვილად არ არის. ჩემი ინფორმაციით, 100-პროცენტიანი ინფორმაცია არ მაქვს, სავარაუდოდ, მას საქართველოს ტერიტორია საერთოდ არ დაუტოვებია და ეს ძალიან უცნაურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყველამ ერთად გადავამოწმოთ და მეც შევეცდები, ეს დავაზუსტო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფება. როგორც ცნობილია, ელჩი 15:00 საათზე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

უკრაინის ელჩი მედიასთან მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ მარტს საქართველოდან გაიწვია.