მამუკა მადინარაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოადგინა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან
მამუკა მადინარაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოადგინა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან

მამუკა მადინარაძე – „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც პოლიტიკურ დაღმართშია, ამ ქვეყანაში ვერასდროს ექნება რეალური შედეგი

არ მინდა, პიროვნულად ვინმეზე უარყოფით კონტექსტში ვისაუბრო, თუმცა ჯერ არათუ კონკურენციის გამწევი, არამედ რაიმე ცოტა რეალური შედეგის დამდები კანდიდატიც კი არ გამოჩენილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა,„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოადგინა კანდიდატი, რომელიც ერთი მხრივ, დაკავშირებულია რუსეთთან, მეორე მხრივ, ყველაზე დიდი უბედურება მისი ის არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.

„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არის პოლიტიკურ დაღმართში, ვერასდროს ექნება რეალური შედეგი ამ ქვეყანაში. საბედნიეროდ, აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა დავასახელოთ და ჩვენთან არის ბევრი პოლიტიკური ლიდერი, ბევრი კანდიდატურა, რომელზეც მიდის საუბარი და ნებისმიერის დასახელების შემთხვევაში ისინი უალტერნატივოები არიან. „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებაში ეჭვი მე მგონი, ობიექტურად არავის ეპარება, თუნდაც ოპონენტებსაც”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ვაშაძე კანდიდატად პარტიებმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში დღეს წარადგინეს.