„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება

ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ვაშაძე კანდიდატად პარტიებმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში წარადგინეს.

ღონისძიებას პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი უძღვებოდა. წარდგენას ესწრებოდა გრიგოლ ვაშაძის მეუღლე ნინო ანანიაშვილი. ამასთან, ღონისძიებაზე იმყოფებოდა პაატა ბურჭულაძე.

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ ახალი გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნა.

სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრები არიან: „ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა; „სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე; „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი; „ახალი საქართველო“ – გიორგი ვაშაძე; „საქართველო ლიდერთა შორის“ – მამუკა გამყრელიძე; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია.