მამუკა გიორგაძე - „სახალხო პარტია“ არც ერთ აქციას არ უერთდება 
მამუკა გიორგაძე - „სახალხო პარტია“ არც ერთ აქციას არ უერთდება 

„სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ოპერის შენობასთან იკრიბებიან.

როგორც „სახალხო პარტიის“ ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ განაცხადა, მათი შეკრების მიზანი არის პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება ქვეყანაში.

მისივე თქმით, პარტია დღეს დაგეგმილ არც ერთ აქციას არ უერთდება, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ხელოვნური პოლარიზების პროცესი მიმდინარეობს, რაც სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს.

მამუკა გიორგაძის შეფასებით, აუცილებელია, შემუშავდეს პლატფორმა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა შეძლონ მსჯელობა, ჯანსაღი პოლიტიკური სივრცის შესაქმნელად.

„ჩვენ არც ერთ აქციას არ ვუერთდებით, მიგვაჩნია, რომ ეს აქციები უფრო მეტად ემოციურ ფონს ქმნის და დრამატიზებას უწყობს ხელს. ქართულ პოლიტიკაში დადგა ის პერიოდი, როდესაც ღირებულებების მიხედვით გავერთიანდით და არა ვიღაცის, ან რაღაცის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.