მამუკა ბახტაძისა და ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრა [ვიდეო]

მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე და ანგელა მერკელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.