მამუკა ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო
მამუკა ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო.

ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება მთავრობის ანგარიშის სათანადო განხილვა.

პრემიერის პარლამენტში გამოსვლის თარიღზე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. არ არის გამორიცხული, მამუკა ბახტაძეს რიგგარეშე სესიაზე მოუსმინონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველი ყოველწლიური მოხსენებით უნდა გამოსულიყო. დოკუმენტი 212-გვერდიანია. მოხსენებაში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.