მამუკა ბახტაძეს 27 ივნისს პარლამენტში მოუსმენენ
მამუკა ბახტაძეს 27 ივნისს პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს 27 ივნისს პარლამენტში მოუსმენენ, – ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა. მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველ ყოველწლიურ მოხსენებას წარუდგენს.

დოკუმენტი 212-გვერდიანია. მოხსენებაში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.

საკანონდებლო ორგანოსთვის წლიური მოხსენების წარდგენა ახალი რეგლამენტით არის განსაზღვრული, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი მოხსენებით პარლამენტში პირადად ივნისის ბოლომდე წარდგება.