მამუკა ბახტაძე - ყველა მთავრობა ვალდებული იქნება, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი მიმართოს არა არჩევნებზე, არამედ ქვეყნის მომავალზე
მამუკა ბახტაძე - ყველა მთავრობა ვალდებული იქნება, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი მიმართოს არა არჩევნებზე, არამედ ქვეყნის მომავალზე

რამდენიმე კვირის წინ წარვადგინე ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ჩვენი ეროვნული იდეის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიიმართება.

„ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს მივმართავთ განათლებაზე, მომავალ თაობაზე. მასწავლებლებზე, პროფესორებზე, ახალგაზრდა მეცნიერებზე, ხალხზე, რომლის მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მომავალი. წელს ჩვენი განათლების ბიუჯეტი გახლავთ მილიარდ 600 მილიონი, მომავალ წელს გახდება 2 მილიარდი, 2021 წელს იქნება 2 მილიარდნახევარი და 2022 წელს მიაღწევს ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს – 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს. ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, ყველა მთავრობა იყოს ვალდებული, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი მიმართოს არა მომდევნო არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გზა საქართველოს დიდ წარმატებას მოუტანს.

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა.

დატოვე კომენტარი