მამუკა ბახტაძე - ვამაყობ, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს „საქართველოს რკინიგზამ“ გერმანიის რკინიგზასთან ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები დაიწყო
მამუკა ბახტაძე - ვამაყობ, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს „საქართველოს რკინიგზამ“ გერმანიის რკინიგზასთან ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები დაიწყო

ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ვხელმძღვანელობდი „საქართველოს რკინიგზას“, დაიწყო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გერმანიის რკინიგზასთან, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს „დოიჩე ბანი“ „საქართველოს რკინიგზის“ ოფიციალური პარტნიორია, ეს კი ნიშნავს, რომ  გერმანიის რკინიგზა არის არა მხოლოდ „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი, არამედ ზოგადად, საქართველოს ეკონომიკამ ევროკავშირის ტერიტორიაზე ძალიან ძლიერი და სანდო პარტნიორი შეიძინა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრამდე კი, მთავრობის ადმინისტრაციაში ანგელა მერკელის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.