მამუკა ბახტაძე სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
მამუკა ბახტაძე სუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

მოლდოვაში ჩემი ვიზიტი იქნება მეგობარ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში, სადაც სხვა კოლეგებთან ერთად, ვიმსჯელებთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რათა სუამ-ის ფარგლებში განვავითაროთ ახალი რეგიონული პროექტები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სუამ-ის სამიტზე დასასწრებად, მოლდოვას ხვალ ეწვევა.