მამუკა ბახტაძე – ჯონ მაკკეინი საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მხურვალე მხარდამჭერი იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს.
პრემიერი „ტვიტერზე“ წერს, რომ მაკკეინი საქართველო ძვირფასი მეგობარი და გულმხურვალე მხარდამჭერი იყო.
„ჯონ მაკკეინი საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მხურვალე მხარდამჭერი იყო. ის იყო ამერიკელი გმირი, რომლის დანატოვარი მთელ მსოფლიოში ცოცხლობს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა ახლა მის ოჯახთან არის“, – წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერზე“.
John McCain was a dear friend and ardent supporter of Georgia. He was an American hero whose legacy lives on around the world. We extend our thoughts and prayers to his family.
— Mamuka Bakhtadze (@BakhtadzeMamuka) August 26, 2018
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.