მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს

18:18, 11.07.2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„მინდა, მივუსამძიმრო სმიტების ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობისთვის  მალხაზ კობაური დააკავეს.  მას აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი