მამუკა ბახტაძე ანკარაში ტრაგედიის გამო თურქ ხალხს უსამძიმრებს
მამუკა ბახტაძე ანკარაში ტრაგედიის გამო თურქ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.

სარკინიგზო ავარიას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„ღრმად დამწუხრებული ვარ ანკარაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია მსხვერპლთა და მათი საყვარელი ადამიანების მიმართ. ქართველი ხალხი ამ მძიმე მომენტში თურქი ხალხის გვერდით დგას”, – წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“.

ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა 50-მდე ადამიანი. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, კატასტროფის მიზეზი ლოკომოტივთან შეჯახება გახდა. ანკარადან კონიაში მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა ლოკომოტივს, რომელიც მატარებელთან ერთად იმავე ლიანდაგზე გადაადგილდებოდა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ვაგონი გადატრიალდა, ორი ვაგონი კი საფეხმავლო გადასასვლელს შეეჯახა.