თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ლოკომოტივთან შეჯახება გახდა
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ლოკომოტივთან შეჯახება გახდა

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ლოკომოტივთან შეჯახება გახდა. უწყების განცხადებას თურქული ტელეკომპანია NTV ავრცელებს.

ანკარადან კონიაში მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა ლოკომოტივს, რომელიც მატარებელთან ერთად იმავე ლიანდაგზე გადაადგილდებოდა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ვაგონი გადატრიალდა, ორი ვაგონი კი საფეხმავლო გადასასვლელს შეეჯახა.

ანკარას პროვინციის გუბერნატორის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით, ავარიის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 43 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.