მამიაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, თუთაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე. ორი ქართველი იჭიდავებს მედლისთვის.

73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალეკო მამიაშვილმა კი ნახევარფინალში მოლდოველი ძიუდოისტი ადილ ოსმანოვი დაამარცა და ფინალში რუს ძიუდოისტ ხამზატ ახმაროვს დაუპირისპირდება.

გიორგი თუთაშვილმა ფინალში გასასვლელი ბრძოლა რუმინელ დუმიტრესკუსთან დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ კაზორლასთან იჭიდავებს.

ნატალია ყიფშიძე (48კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც საკუთარი წონის ლიდერი და ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, მოულოდნელად, გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი 20:00 დაიწყება.