თუთაშვილი და მამიაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
თუთაშვილი და მამიაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ევროპის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ალეკო მამიაშვილი (73 კგ) ნახევარფინალში არიან, ხოლო ქალები ნატალია ყიფშიძე (48კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

მამიაშვილი – მეოთხედფინალი

 

თუთაშვილი – მეოთხედფინალი

 

ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც საკუთარი წონის ლიდერი და ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, მოულოდნელად, გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა. თუთაშვილმა ფინალში გასასვლელად რუმინეკ დუმიტრესკუს შეხვდება, ხოლო მამიაშვილი მოლდოველ ძიუდოისტს ოსმანოვს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი 20:00 დაიწყება.