კიევში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა
კიევში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც კიევში ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა, სამართალდამცველებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მამაკაცის დაკავება ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა.

უკრაინული მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა დაკავებამდე პოლიციის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. შეიარაღებული პირი ჰაერში ისროდა და მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სპეცრაზმის სნაიპერები და ორი ჯავშანტრანსპორტიორი. ინციდენტის გამო მეტროპოლიტენის მოძრაობა სადგურ „კრეშატიკიდან“ სადგურ „ლესნოიმდე“ პარალიზებული იყო.