მამა შალვა კეკელია - საჭიროა, დიალოგი დავიწყოთ, გავარჩიოთ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხი
მამა შალვა კეკელია - საჭიროა, დიალოგი დავიწყოთ, გავარჩიოთ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხი

საჭიროა, დიალოგი დავიწყოთ, გავარჩიოთ საკითხი, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ განაცხადა.

„გუშინ შეკრების მიზანი ჩვენი პოზიციის დაფიქსირება იყო. ხელისუფლება გვეუბნება, რომ გადაწყვეტილი აქვს მარიხუანას კულტივირება. ისინი ჩვენ არ გვესაუბრებიან. მხოლოდ ამბობენ, რომ სამკურნალოდ უნდათ. ამაზე გვესაუბრება ჩვენ შსს და არა ჯანდაცვის სამინისტრო. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაა ცვლილებები, მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს რატომ არ ეკუთვნის ინიციატივა.

როგორც ჩანს, აქ საქმე არ გვაქვს სამედიცინო მოხმარებასთან. აქ არის დიდი გეგემები. მათ, როგორც ჩანს, სურთ, ქონდეთ მაღაზიები და ვიღაცის ბიზნეს სფეროდ გადაიქცეს.

ჩვენ როდესაც ვისაუბრეთ კომპეტენტურ პირებთან, მათ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცეს. საუბარი გვქონდა მთავრობის კომპეტენტურ პირებთან და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.

ჯერ საჭიროა, დიალოგი დავიწყოთ, გავარჩიოთ საკითხი. დავდგებით ჩვენი საზოგადოების გვერდით. ახლა ველოდებით პარაკლისს“, – განაცხადა მან.

მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, სასულიერო პირები დღეს სამების ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან გვიან ღამით პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს.  მანამდე მათ მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.

დატოვე კომენტარი