მამა შალვა კეკელია - პატრიარქი თავის ქადაგებაშიც იტყვის, რომ მარიხუანას შესახებ კანონი არ შეიძლება იყოს მიღებული
მამა შალვა კეკელია - პატრიარქი თავის ქადაგებაშიც იტყვის, რომ მარიხუანას შესახებ კანონი არ შეიძლება იყოს მიღებული

პატრიარქის პოზიციაც ზუსტად ასეთია, თავის ქადაგებაშიც იტყვის, რომ მარიხუანას შესახებ კანონი არ შეიძლება იყოს მიღებული, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოსთან მამა შალვა კეკელიამ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, პატრიარქმა თქვა, რომ ეს არის დიდი ბოროტება და ქვეყნის მტრობა.

„ოთხმა ადამიანმა, რომელმაც ეს კანონი მიიღო, იყო მტრობა ქვეყნისა. წარმოიდგინეთ, არანაირი რეგულაციები არ იყო დაწესებული, ისე მიიღეს კანონი, ანუ ჯერ კანონი მიიღეს და მერე ვიწყებთ საუბარს იმაზე, რა რეგულაციები უნდა მივიღოთ, ანუ ეს ხო უტოპიაა. როგორ შეიძლება, ჯერ რეგულაციებზე უნდა იყოს საუბარი, უნდა იყოს განხილვები, უნდა დაიდოს სამედიცინო დასკვნები, რა შედეგები მოაქვს მარიხუანას და ამის გარეშე როცა სახელმწიფო გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის ქვეყნის მტრობა. პატრიარქმაც განაცხადა და ამას ვამბობთ ჩვენც, სასულიერო პირები.

რატომ გამოვედით აქ, იმიტომ რომ დეპუტატებისგან ჩვენ ასეთი განცხადებები მოვისმინეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის, ჩვენ ეს უკვე გადავწყვიტეთ და თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, ამან განაპირობა ჩვენი გამოსვლა.

აუცილებლად უნდა იყოს საუბარი ამ საკითხზე, შენ ხომ უნდა გაინტერესებდეს, რას ფიქრობს შენი ხალხი, ან უნდა განუმარტავდე მოსახლეობას, რისთვის არის საჭირო.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული, ან უნდა დაგვარწმუნონ, რომ ეს არის სწორი, რაშიც ეჭვი მეპარება.

დილით პატრიარქთან ვიკრიბებით 11:30 საათზე სამების საკათედრო ტაძარში, ამის მიხედვით განვსაზღვრავთ სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, ხვალ სასულიერო პირები სამების ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს

მანამდე მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.