მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზაზა სარალიძეს მიმართა – ზაზა, ხალხი შენზე ნერვიულობს, შეგვატყობინე როგორ ხარ

20:50, 03.06.2018

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პანკისის სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მიმართა.

„ზაზა სარალიძეს მინდა მივმართო – ზაზა ხალხი ნერვიულობს შენზე, რამე ხომ არ შეემთხვა, სად არისო. მე თვითონ მაინტერესებს სად ხარ, შეგვატყობინე როგორ ხარ, უსაფრთხოდ ხომ ხარ, როგორ ხარ”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას არ ესწრება. ის  ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე მივიდა და აღნიშნა, რომ მარტო რჩება ბრძოლის ველზე.

მსგავსი