მალხაზ მაჩალიკაშვილი, დაკითხვაზე დაბარების მიუხედავად, დღეს სუს-ში მისვლას არ აპირებს
მალხაზ მაჩალიკაშვილი, დაკითხვაზე დაბარების მიუხედავად, დღეს სუს-ში მისვლას არ აპირებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დაბარების მიუხედავად, დღეს დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. როგორც მან განაცხადა, მას შემდეგ, რაც სუს-ის თანამშრომლებს პარლამენტის შენობასთან ესაუბრა, კონსულტაცია გაიარა ადვოკატებთან და მიიღო გადაწყვეტილება.

„როდესაც სუს-ის თანამშრომლებს ვუთხარი, რომ ამ წუთას დავურეკავ ჩემს იურისტებს და შევუთანხმდებოდი, მათ ხელი მოაწერეს უწყებას და წავიდნენ. მე ვესაუბრე ჩემს იურისტებს და ხვალ, 15:00 საათზე უნდა წავიდე დაკითხვაზე. იმ ადამიანებს, რომლებიც მოსულები იყვნენ, როდესაც ადამიანურ ენაზე ვესაუბრებოდი, ვერ გაიგეს. სუს-ში ადამიანური ენა არავის ესმის. ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პრობლემა არ არის, ხვალ რომ გამოვცხადდე დაკითხვაზე, რადგან სუს-თან შეთანხმებულია“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან გაშლილ კარავში დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს, რომელიც მაჩალიკაშვილმა არ ჩაიბარა.

დატოვე კომენტარი