მალიში შეიარაღებული ისლამისტების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა
მალიში შეიარაღებული ისლამისტების თავდასხმას სულ მცირე 42 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმა 11 და 12 დეკემბერს ორ დასახლებულ პუნქტზე განხორციელდა.
შეიარაღებული პირები საცხოვრებელ სახლებს წვავდნენ და მცხოვრებლებს ცეცხლს უხსნიდნენ. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.