მალე, საქართველოს პირველ არხზე, ვასილ მაღლაფერიძის საავტორო პროექტი „ჩვენი საქართველო“

მალე, საქართველოს პირველ არხზე, ვასილ მაღლაფერიძის საავტორო პროექტი „ჩვენი საქართველო“.  დოკუმენტური სერიალი „აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი – დარიალიდან ხორნაბუჯამდე“.

დოკუმენტური ფილმების სერია გვიყვება, როგორ დაიბადა საქართველო, რა გავლენას ახდენდა და ახდენს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ჩვენს ქვეყანაზე.

როგორ ცხოვრობდნენ და რას საქმიანობდნენ ქართველები. უკეთ გაგვაცნობს ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიას, ბუნებისა და ადამიანის ხელით შექმნილ ძეგლებს. გავიგებთ, რა აკავშირებს ერთმანეთთან ბუნებით, კლიმატით, ყოფით, ხასიათითა და საუბრის კილოთი განსხვავებულ კუთხეებს. როგორ იქმნებოდა, უძველესი დროიდან, საერთო კულტურული სივრცე და ერთიანი ქვეყანა, რომელსაც ჩვენი საქართველო ჰქვია.