მალაიზიური ბოინგის კატასტროფის საქმის პროკურორი - გამოძიებას დონბასის კონფლიქტში რუსეთის პირდაპირი მონაწილეობის მტკიცებულება აქვს
მალაიზიური ბოინგის კატასტროფის საქმის პროკურორი - გამოძიებას დონბასის კონფლიქტში რუსეთის პირდაპირი მონაწილეობის მტკიცებულება აქვს

გამოძიებას აქვს მტკიცებულება დონბასის კონფლიქტში რუსეთის პირდაპირი მონაწილეობის შესახებ, – ამის შესახებ ავიალაინერემეიჩ 17“-ის კატასტროფის საქმის პროკურორმა, ვარდ ფერდინანდუსემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვარდ ფერდინანდუსეს თქმით, გამოძიების დროს ცხადი გახდა, რომ შესაბამის პერიოდში, 2014 წლის 17 ივლისს, რუსეთი უშუალოდ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში.

„სხვადასხვა წყაროდან შეგროვდა მტკიცებულებები, რომ რუსეთმა შეიარაღებულ ფორმირებებს შეიარაღება მიაწოდა, ასევე მონაწილეობდა მებრძოლების შეკრებაში და მათ დაფინანსებაში“, – განაცხადა პროკურორმა.

გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ რუსი სახელმწიფო მოხელეები დონბასში შეიარაღებული ჯგუფების ორგანიზებასა და კოორდინაციაში მონაწილეობდნენ, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინული არმიის წინააღმდეგ.

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა, დონბასში 2014 წელს ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო.

მალაიზიური ბოინგის, MH17-ის ჩამოგდებაში ნიდერლანდები და ავსტრალია რუსეთს ოფიციალურად ადანაშაულებენ.

ნიდერლანდების მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საკუთარი პოზიცია ორმა ქვეყანამ რუსეთს უკვე აცნობა. მანამდე, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“, რომლითაც მოხდა თვითმფრინავის ჩამოგდება, კურსკში ბაზირებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების 53-ე ბრიგადას ეკუთვნოდა.

რუსეთი საქმესთან კავშირს უარყოფს.