მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში ნიდერლანდები და ავსტრალია რუსეთს ადანაშაულებენ
მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში ნიდერლანდები და ავსტრალია რუსეთს ადანაშაულებენ

მალაიზიური ბოინგის, MH17-ის ჩამოგდებაში ნიდერლანდები და ავსტრალია რუსეთს ოფიციალურად ადანაშაულებენ.

ნიდერლანდების მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საკუთარი პოზიცია ორმა ქვეყანამ რუსეთს უკვე აცნობა. მანამდე, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“, რომლითაც მოხდა თვითმფრინავის ჩამოგდება, კურსკში ბაზირებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების 53-ე ბრიგადას ეკუთვნოდა.

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა, დონბასში 2014 წელს ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო. რუსეთი საქმესთან კავშირს უარყოფს.