მაკედონიის ხელისუფლება უნგრეთისგან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადაცემას ითხოვს
მაკედონიის ხელისუფლება უნგრეთისგან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადაცემას ითხოვს

მაკედონიის ხელისუფლება უნგრეთისგან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადაცემას ითხოვს. მაკედონიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა ქვეყნის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკოლა გრუევსკის მშიშარა უწოდა და აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ოლივერ სპასოვსკიმ თქვა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და უნგრეთმა მას პოლიტიკური თავშესაფარი არ უნდა მისცეს.

მაკედონიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 500 ათას ევროზე მეტი ღირებულების ავტომობილის შეძენით, ნიკოლა გრუევსკიმ სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. გრუევსკის, რომელიც მაკედონიის პრემიერ-მინისტრი 2006-2016 წლებში იყო, ორ წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.