„ქართველს არაორდინალური სეზონი აქვს“ – ეს სიტყვები გიორგი მაკარიძეს პორტუგალიურმა გამოცემა „გოლპოინტმა“ მიუღძვნა.
პორტუგალიის პრიმეირალიგის 24-ე ტურში ქართველის გუნდმა „ვიტორია სეტუბალმა“ შინ პორტუგალიური ფეხბურთის გრანდთან, ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩი 1:1 დაასრულა, რაშიც გიორგი მაკარიძემ დიდი როლი ითამაშა.
პორტუგალიურმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების მეკარე მასპინძელთა რიგებში საუკეთესოდ აღიარა და ათბალიან სისტემაში 7,8 ქულა დაუწერა, მალე კი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დააასახელა, სადაც ზედიზედ მეორედ მოხვდა, სულ კი სეზონის მსვლელობისას რჩეულებში მეოთხედ დაასახელეს.
„გიორგი მაკარიძე მოედანზე საუკეთესო იყო – ის სიმბოლურ გუნდში მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოხვდა. მაკარიძემ ხუთი სეივი განახორციელა, ოთხი შორეული დარტყმა მოიგერია. ის გულშემატკივრებს „ბენფიკას“ წინააღმდეგ კარგად თამაშს შეპირდა და სიტყვა შეასრულა“ – წერს „გოლპოინტსი“.