მაკარიძემ პენალტი მოიგერია - ქართველმა პორტუგალიაში თავი ისევ გამოიჩინა (ვიდეო)

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიაში მორიგი კარგი თამაში ჩაატარა. პორტუგალიის ჩემპიონატში „ვიტორია სეტუბალმა“ „ავეშს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მეკარის მშვენიერი თამაში რომ არა, მასპინძლებს ამ 3 ქულის მოპოვება გაუჭრდებოდათ. საქმე ისაა, რომ 52-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, „ვიტორია სეტუბალის” კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა გიორგი მაკარიძემ მერდად მოჰამედის დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია და გუნდი გოლისგან იხსნა.

ოქტომბერ-ნოემბრის შედეგებით, საქართველოს ნაკრების მეკარე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის სამ საუკეთესო მეკარეს შორის მოხვდა.