მაკა ბოჭორიშვილი - სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინტერპრეტაციები, თუ არასწორი ნაბიჯების გადადგმა ხდება, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს, ეს არ შედის უკრაინისა და საქართველოს ინტერესებში
მაკა ბოჭორიშვილი - სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინტერპრეტაციები, თუ არასწორი ნაბიჯების გადადგმა ხდება, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს, ეს არ შედის უკრაინისა და საქართველოს ინტერესებში

სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინტერპრეტაციები, თუ არასწორი ნაბიჯების გადადგმა ხდება, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს, ეს ნამდვილად არ შედის უკრაინისა და საქართველოს ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისადმი უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკის მიმართვაზე.

ამასთან, ბოჭორიშვილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ გაუგებრობები, რომელსაც ადგილი აქვს, მალე აღარ იქნება.

„ჩვენ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს უკრაინის მიმართ და ის, რაც უკრაინაში ხდება, ყველასთვის ძალიან მტკივნეული და რთული საყურებელია. ჩემთვის, სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინტერპრეტაციები, თუ არასწორი ნაბიჯების გადადგმა ხდება, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს. ეს ნამდვილად არ შედის არც უკრაინის და არც საქართველოს ინტერესებში. იმედს გამოვთქვამ, ის გაუგებრობები, რომელსაც ადგილი აქვს, მალე აღარ იქნება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.