მაკა ბოჭორიშვილი - პროექტები, რომლებიც განხორციელების აქტიურ ფაზაშია, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერების კარგი საშუალებაა
მაკა ბოჭორიშვილი - პროექტები, რომლებიც განხორციელების აქტიურ ფაზაშია, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერების კარგი საშუალებაა

პროექტები, რომლებიც განხორციელების აქტიურ ფაზაშია, და ასევე მომავალში რა პროექტებიც შეიძლება, განხორციელდეს, ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერების კარგი საშუალებაა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტის დაფინანსების თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია და ხაზგასმით იქნა აღნიშნული ის პროექტები, რაც ხორციელდება და დაგეგმილია სწორედ შავი ზღვის დაკავშირებადობის გაზრდის კუთხით, სადაც საქართველოს როლი არის ცალსახად მნიშვნელოვანი.

„შესაბამისად, აღნიშნული პროექტების განხორციელება უკვე აქტიურ ფაზაშია და ასევე მომავალში რაც შეიძლება, განხორციელდეს, ჩვენთვის არის ეკონომიკური და უსაფრთხოების პოტენციალის გაზრდის საუკეთესო შესაძლებლობა და ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერების კარგი საშუალება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს.