მაკა ბოჭორიშვილი - „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებით მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვა არ მოხდება
მაკა ბოჭორიშვილი - „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებით მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვა არ მოხდება

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი საქარველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად და ცვლილებებით არანაირი უფლების შეზღუდვა არ მოხდება.

ჟურნალისტებთან საუბარში მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის ჰერმან საბოს განცხადებას გამოეხმაურა, რომ ცვლილებები გარკვეულწილად, ადამიანისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას ნიშნავს. ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ჰერმან საბოს კომენტარი არარელევანტურია.

„მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი ემსახურება იმას, რომ მომხმარებელთა უფლებები იყოს დაცული. მოქალაქეთა უფლებების დაცვა არ ნიშნავს მაინც და მაინც თავისუფლების შეზღუდვას მეწარმეებისა და მოვაჭრეების. რაც შეეხება ფასების ზრდას, ბაზარი თავისუფალია ფასებთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტით არ წესდება ისეთი მძიმე

მოთხოვნები, რაც ფასების ზრდაზე გავლენას იქონიებს. ჰერმან საბოს ჰკითხეთ, რომელი მუხლის მიხედვით დარჩა ასეთი შთაბეჭდილება და შემდეგ ვისაუბროთ. მსგავსი რამ კანონპროექტში არ წერია. ეს კანონპროექტი მთლიანად აგებულია ევროკავშირის დირექტივებზე და ემსახურება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას. რა თქმა უნდა, საქართველოში მომხმარებელთა მინიმალური სტანდარტის დაცვას”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.