ჰერმან საბო აცხადებს, რომ „მომხმარებელთა უფლებების შესახებ” კანონპროექტი თავისი შინაარსით კომუნისტურია
ჰერმან საბო აცხადებს, რომ „მომხმარებელთა უფლებების შესახებ” კანონპროექტი თავისი შინაარსით კომუნისტურია

ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰერმან საბოს განცხადებით, პარლამენტი „მომხმარებელთა უფლებების შესახებ” კანონპროექტზე მსჯელობს, რომელიც მისი შეფასებით, შინაარსით კომუნისტური კანონია.

როგორც ჟურნალისტებს საბომ განუცხადა, კანონპროექტი კარგად ჟღერს, თუმცა არის კომუნისტური კანონი და გარკვეულწილად, ადამიანისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას ნიშნავს.

„ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რაიმე ბიზესსაქმიანობას ეწევა, უფლება არ ექნება, უარი უთხრას რომელიმე მომხმარებელს. მაგალითად, უფლება არ ექნება, არ გააქირავოს საკუთარი ბინა რუსეთის ან ბელარუსის მოქალაქეებზე, თუ ისინი არ მოსწონს. უფრო მეტიც, ამ კანონის შეფასებაში მათ ავტორებს თავად უწერიათ, რომ ეს კანონი არის ჩვეულებრივი ხარჯი ბიზნესისთვის და გამოიწვევს ფასების გაზრდას სხვადასხვა პროდუქციაზე, სავარაუდოდ, ყველაზე. იმ სიტუაციაში, როცა 10-პროცენტიანი ინფლაცია გვაქვს, ფასები ყველაფერზე იზრდება, მოთხოვნა-მიწოდების კრიზისი მოდის, რაღაც კანონს იღებენ, რომელიც ფასებს გაზრდის პროდუქციაზე და ეს თავად თქვეს. ამ კანონპროექტს ძალიან უდროო დროს ვიღებთ. კანონპროექტის მიღება ქართული კონტექსტიდან უნდა მოხდეს, რამდენად ღარიბები ვართ და რამდენად სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. ბევრად მსუბუქი ვერსია უნდა მიგვეღო”, – განაცხადა საბომ.

დატოვე კომენტარი