მაკა ბოჭორიშვილი - გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო, რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი
მაკა ბოჭორიშვილი - გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო, რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა! საქართველოს რეზოლუციას 2025 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი!

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც გახდა ჩვენი ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას.

განსაკუთრებული მადლობა გაერო-ში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს, ჩემს მოადგილეს, ლაშა დარსალიას და ყველა დიპლომატს, ვინც დაუღალავად იშრომა ამ დიდი მხარდაჭერის მოსაპოვებლად!“ – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.