მაიკ პომპეომ ბრიტანეთს „ჰუავეისთან“ თანამშრომლობის შეწყვეტა მიულოცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბრიტანეთს ტელეკომუნიკაციების ჩინურ კომპანია „ჰუავეისთან“ თანამშრომლობის შეწყვეტა მიულოცა.
„მიმაჩნია, რომ ბრიტანეთმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ „ჰუავეისთან“ მიმართებით კონკრეტული მიზანი არ გვაქვს; გვაქვს ინსტინქტი, რომელიც გვკარნახობს, რომ აშშ-ის მოსახლეობის ინფორმაცია ამერიკელებს უნდა ეკუთვნოდეთ და არ უნდა მოხვდეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში“, – განაცხადა პომპეომ.
მაიკ პომპეო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დომინიკ რააბს ლონდონში შეხვდა.