ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მარტში ქუვეითს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთის ტურნეში იანვარში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ის ეგვიპტეს, საუდის არაბეთსა და ყატარს ეწვია. თუმცა, ტურნეს შეწყვეტა მაიკ პომპეოს ვადაზე ადრე, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო მოუწია.