მაიკ პომპეო მარტში ქუვეითს ეწვევა

08:01, 18.02.2019

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მარტში ქუვეითს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთის ტურნეში იანვარში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ის ეგვიპტეს, საუდის არაბეთსა და ყატარს ეწვია. თუმცა, ტურნეს შეწყვეტა მაიკ პომპეოს ვადაზე ადრე, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო მოუწია.

მსგავსი