მაიკ პომპეო ერაყის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის უკან მდგარი პირების პასუხისგებაში მისაცემად
ერაყის სამხედრო ბაზა „ბალადზე“ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.
ამერიკელი დიპლომატი ერაყის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ სამხედრო ბაზების დასაცავად და ამ თავდასხმის უკან მდგარი პირების პასუხისგებაში მისაცემად.
ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმა კვირას საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზას, სადაც ამერიკული კონტინგენტიც არის განლაგებული, შვიდი ჭურვი დაეცა. შემთხვევის შედეგად ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაშავდა. მათ შორის ორი ოფიცერია.