მაიკ პომპეო - აშშ-მა და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ახლო აღმოსავლეთში თურქეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს უპასუხონ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თურქეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს უპასუხონ, – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„მე და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვთანხმდებით, რომ თურქეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ძალიან აგრესიული იყო. ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა დავარწმუნოთ ერდოღანი, რომ ასეთი ქმედებები მისი ხალხის ინტერესში არ არის“, – განაცხადა მაიკ პომპეომ ინტერვიუს დროს.