მაიკ პომპეო - აშშ არ მოითმენს 2018 წელს დაგეგმილ არჩევნებში რუსეთის ჩარევას
მაიკ პომპეო - აშშ არ მოითმენს 2018 წელს დაგეგმილ არჩევნებში რუსეთის ჩარევას

ამერიკის შეერთებული შტატები არ მოითმენს 2018 წელს დაგეგმილ არჩევნებში რუსეთის ჩარევას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენ არ მოვითმენთ რუსეთის ჩარევას ჩვენს 2018 წლის არჩევნებში. ბევრი სამუშაო უკვე შესრულებულია, კიდევ უფრო მეტი წინ გვაქვს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

პომპეომ პირობა დადო, რომ რუსეთის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.

„ჩვენ შესაბამის კონტრზომებს მივიღებთ რუსეთის ხანგრძლივ ძალისხმევაზე საპასუხოდ“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

2018 წლის ნოემბერში აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნებია დაგეგმილი.